იმერვიზია

იმერვიზია

იმერვიზია (შპს სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია) -კერძო ტელეკომპანია  ჭიათურაში დაარსდა 1991 წელს.
ტელეკომპანია "იმერვიზიისმაუწყებლობა ჭიათურისა და საჩხერის  რაიონებში ვრცელდება. ეს ორი  ქალაქი კი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას  დასავლეთიდან ესაზღვრება
 
მაუწყებლობის არხი: VHF 8
აუდიტორია: 118 000
 
დირექტორი  რამაზ გამეზარდაშვილი
 
იმერვიზია 1991 წელს დაარსდა. მის ეთერში, წლების წინმხოლოდ საინფორმაციო გამოშვება და მხატვრული ფილმები გადიოდა.

ამჟამად კომპანია დღე-ღამის განმავლობაში 24 საათი მაუწყებლობს.

საინფორმაციო გამოშვება ეთერში გადის ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

,,იმერვიზიია”მიერ მომზადებულ პროდუქციას შეადგენს : ,,ახალი ამბები” ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 20 წუთიანი საშუალო ქრონომეტრაჟით,

სოციალურ-პოლიტიკური თოქ-შოუ ,,მთავარი თემა" კვირაში ერთჯერ 60 წუთი.რელიგიური გადაცემა ,,სარკმელი" კვირაში ორჯერ 45 წუთი. 

ახალგაზრდული ინტელექტუალური შოუ ,,შესანიშნავი შვიდეული" 60 წუთი.ლიტერატურული გადაცემა  ,,სიტყვაკაზმული" 30 წუთი. განცხადებები ყოველდღიურად 10 წუთიანი ქრონომეტრაჟით.

,,საზოგადოებრივ მაუწყებელთან” გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ეთერში გადაიცემა საინფორმაციო პროგრამა ,,მოამბე”

ოსურ ენაზე  (ორშაბათი-პარასკევი). ქრონომეტრაჟი 10 წუთიi. საპატრიარქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნებასთან” მოქმედი ხელშეკრულებით ეთერში

გადაიცემა შემდეგი გადაცემები: ,,წმინდანთა ცხოვრება", ,,გზა რომლითაც ვიარე", ,,მოგზაურობა სამშობლოში", ,,ძილი ნებისა", ,,გამოყენებითი ხელოვნება", 

,,გაცოცხლებული წარსული".,,ქართული ალბომი“.

საინფორმაციო პროგრამების მომზადებისას მაქსიმალურად ვცდილობთ აუდიტორიას მივაწოდოთ მრავალფეროვანი და სარული ინფორმაცია.

ყველაფერი კეთდება იმისთვის,რომ ეთერში გასული საინფორმაციო გადაცემების ფორმატში დაცული იქნას მიუკერძოებლობის პრინციპი,  

 ,,იმერვიზია” ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” წევრია. ეთერში გადაიცემა ასოციაციის ყოველკვირეული ტელეჟურნალი ,,მრავალკუთხედი"

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას.



 მისამართი: 5500 ჭიათურა, ნინოშვილის . 7
ტელეფონი: 0(479) 252400 ;  0(479) 256111
ფაქსი: 0 (479) 252300
ელ.ფოსტა: imerviziatv@yahoo.com   

ინტერნეტტელევიზია  www. imervizia.tv

Scroll To Top